მედიის წარმომადგენლებს ინაუგურაციის პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ ექნებათ და მონიტორის საშუალებით შეეძლებათ პროცესისთვის თვალის მიდევნება

მედიის წარმომადგენლებს ინაუგურაციის პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ ექნებათ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ინაუგურაციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ერეკლე მეფის სასახლეში სპეციალურ შემოსაზღვრულ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც უშუალოდ ის ადგილი, სადაც ინაუგურაციის პროცესი უნდა წარიმართოს, არ ჩანს.

ორგანიზატორების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეო და ფოტოგადაღებას თავადვე უზრუნველყოფენ.

ჟურნალისტებისთვის განსაზღვრულ ადგილზე კი დამონტაჟებულია დიდი მონიტორი და მედიის წარმომადგენლებს სწორედ ამ მონიტორის საშუალებით შეეძლებათ ინაუგურაციის პროცესისთვის თვალის მიდევნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა