ველისციხესთან საპატრულო პოლიციის უფროსის მისვლას ნიკა მელიასა და თემურ კუპატაძეს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა

ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.

“გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელაიამ თემურ კუპატაძეს კრიმინალი და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება.

მათ შორის საუბარს ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: თავებით ძიძგილაობა ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირების დროს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს