ნიკა მელიას განცხადებით, პოლიცია მათ გზის ფეხით გაგრძელებას სთავაზობს, თუმცა თელავამდე კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრია დარჩენილი

„არა კონსტიტუცია, არა კანონმდებლობა, არა პოლიცია, არა პროკურატურა, არა სასამართლო. გახარია კიბატონო, ფარცხალაძე კიბატონო, ენზელ მკოიანები კიბატონო,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ველისციხეში განაცხადა, სადაც სამართალდამცველები ოპოზიციის კოლონას თელავის მიმართულებით არ უშვებს. ნიკა მელიას განცხადებით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ფეხით გზის გაგრძელებას სთავაზობს, თუმცა მისივე თქმით, თელავამდე კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრია დარჩენილი.

„ეს სახელმწიფო აღარ არის. არა კონსტიტუცია, არა კანონმდებლობა, არა პოლიცია, არა პროკურატურა, არა სასამართლო. გახარია კიბატონო, ფარცხალაძე კიბატონო, ენზელ მკოიანები კიბატონო. სახელმწიფო - არა. ყველამ ვიცით ხალხო, რომ ამ არჩევნებზე ძალადობასთან ერთად ტოტალური გაყალბება იყო. კაცი დაგვიჭრეს - არანაირი რეაგირება; ხალხი გაგვილახეს ახალქალაქში - არაფერი რეაგირება; არჩევნების გამყალბებლები იდენტიფიცირებულნი არიან - არაფერი რეაგირება. კონსტიტუციური პროტესტის გამოსათქმელად მივდივართ თელავში, ადგილი გამოგიყავითო და არ გვიშვებენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს