ირაკლი კობახიძე ველისციხეში  დაპირისპირებაზე - ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს

„ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის მიუხედავად თელავის მიმართულებით წასვლას ცდილობს. კობახიძის თქმით, ალტერნატიული გზით თელავში ჩასვლას დამატებით 20 წუთი სჭირდებოდა.

„ეს არის მარტივი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით მათი ხელწერა და მათი სტილი. პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით. ამას სჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის ნაცვლად მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს. მე მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო ამისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს მანიფესტაციის გამართვის კონსტიტუციური უფლება. კობახიძე დაწრმუნებულია, რომ ნინო ლომჯარიამ არ იცოდა, რა დრო დასჭირდებოდა ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას.

„დარწმუნებული ვარ რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შსს-მ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული მარშრუტი. ალბათ, არ არის ქალბატონი ნინო ინფორმირებულ იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა ამ მარშრუტით თელავში ჩასვლას. ეს ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს