ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირობებში შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქვეყანაში

უახლოეს წუთებში ამოქმედდება საქართველოში კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანა საბოლოოდ გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

„შემოვიტანთ აბსოლუტურად დახვეწილ საპარლამენტო მმართველობით სისტემას. ჩვენ ასევე საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ძლიერდება ამ სისტემაში პარლამენტი, ძლიერდება ოპოზიცია. იზრდება სასამართლო სისტემის გარანტიები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები, ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რაც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო რეფორმასთან და ეს არის ნამდვილად მისალოცი ამბავი. უახლოეს წუთებში ამოქმედდება საქართველოში კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა