სალომე ზურაბიშვილი -  საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები

რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა, ბრძოლით, გამოწვევებითა და წარმატებებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. კიდევ ერთხელ ვდაგავრთ დიდი გამოწვევის წინაშე - აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენ მიერ განვლილი გზა ბრძოლებით, გამოწვევებით თუ წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელწმიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერედა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა. მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები" - სალომე ზურაბიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო