სალომე ზურაბიშვილი - ჩემი არჩევით ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ევროპულ გზას

ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერეხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი არჩევით ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ევროპულ გზას.

„ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერეხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისთვის გამოვიყენებ მთელ ჩემ გამოცდილებას და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას. ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი არჩევით ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ევროპულ გზას" - სალომე ზურაბიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა