სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული და ღირსეული ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის. დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს მომავალი!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.