გიორგი გახარია ველისციხეში განვითარებულ მოვლენებზე - პოლიციამ სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია

იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ინაუგურაციის პარალელურად, აქცია ჩატარებულიყო მშვიდ და წყნარ გარემოში და არა ისე, როგორც ველისციხის მიდამოებში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში სრულად თავისუფალია.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია. დღეს დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული ვინ საიდან და როგორ მოძრაობდა. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება მნიშვნელოვანი სტუმრებით. აქ იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარებული ისე, როგორც ახლა თელავშია და არა ისე, როგორც ახლა ველისციხის მიდამოებში ხდება. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა