სალომე ზურაბიშვილი - როგორც მთავარსარდალმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, არის სრულიად მიუღებელი

როგორც მთავარსარდალმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკურინიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი - ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ გააკეთა.

ზურაბიშვილმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრულ ნდობას უცხადებს.

“საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე. მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ავღანეთში ჩასვლა დააანონსა.

“მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო მიმართვისას.

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა