სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში - ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ისტორიული როლის დაბრუნება

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში - ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!, - აღნიშნული განცხადება “ბატონის სასახლეში“, საზოგადოებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც ზურაბიშვილმა საპროგრამო მიმართვისას განაცხადა, მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.

“რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო