გიორგი გახარია  -  სადაც იქნება სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა,  ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც

„იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც,“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც დღეს სხვადასხვა წერტილში განხორციელდა, სამართლებრივად იქნება გააანალიზებული.

როგორს შს მინისტრმა განაცხადა, დღეს სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოითმინეს.

„მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის - დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა