ველისციხისა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმე საათია გადაადგილებას ვერ ახერხებს

ველისციხისა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმე საათია გადაადგილებას ვერ ახერხებს.

მათი ნაწილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით მოხვდნენ და 12:00 საათიდან გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა, მათი მცდელობა უშედეგოა. ისინი შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვენ და იმედოვნებენ, რომ საავტომობილო მონაკვეთი უახლოეს საათებში გათავისუფლდება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სოფელი ველისციხე შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ეკიპაჟმა დატოვა, თუმცა, ადგილზე კვლავ შეინიშნება სამართალდამცველთა დიდი რაოდენობით მობილიზება, ვინაიდან სოფლის ტერიტორია არ დაუტოვებიათ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს.

შედეგად, კვლავ გადაკეტილია თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის საავტომობილო მონაკვეთი.

დღის განმავლობაში ველისციხეში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაც სწორედ საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვამ გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო