გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა კოლონა სოფელ ველისციხიდან გომბორის უღელტეხილისკენ გაემართა, სადაც სავარაუდოდ, გაიმართება აქცია-პერფორმანსი და გაერთიანების ლიდერების მხრიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება.
თუმცა უცნობია, გაუშვებს თუ არა საპატრულო პოლიცია ავტომობილების კოლონას გომბორის უღელტეხილზე.