გიორგი გახარია - პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს

პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოწოდებების საპასუხოდ განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ სურვილი ავტომობილებით თელავის ცენტრის ბლოკირება მოეხდინათ და ჩაეშალათ ინაუგურაცია.

„სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღეს ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა უზრუნველეყო მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება, აქციის ორგანიზატორებს კი მიმართა, რომ არ დაერღვიათ კანონმდებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო