დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ახალი პრეზიდენტის გუნდის წარდგენა მომავალ კვირაში იქნება

იურისტი დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებ განუცხადა, გუნდის წარდგენა იქნება მომავალ კვირაში.

„დღეის მდგომარეობით ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. გუნდის წარდგენა იქნება მომავალ კვირაში და ყველაფერს გაიგებთ. არ უარვყოფ, რომ არის საუბარი ჩემს საპარლამენტო მდივნად დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალომე ზურაბოშვილმა", - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს