ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ინტენსიური გაცვლით ვიზიტების მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომლის სესია 2019 წლის თებერვალში გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს შეეხო. სენატის მარშალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო