"ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოების დროს შპს ,,ალიანსის“ მიერ დაზიანდა კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი

კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოების დროს შპს ,,ალიანსის“ მიერ დაზიანდა კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც დღეს, 16 დეკემბერს, 14:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიღმის რაიონში სოფელი დიღმის მიმდებარედ, ხატაეთის ქუჩა N48, შერმადინის ქუჩა N 18, N20, მურადინ ფრიდონის ქუჩა N27, ნაკვეთი 035/580, ნაკვეთი 096-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ნატბეურის დასახლებას, ,,ტოიოტას“ ცენტრის უკან მიმდებარე ჩალისპირების უბანს, სოფელ ძველ ვეძისს, სოფელ დიდგორს და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გაზმომარაგება ასევე შეუწყდა შპს ,ჩირაღდანის“ აბონენტებს (სოფელი დიღმის მოსახლეობა).

აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდა აღმაშენებლის ხეივანში საქალაქო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს, ცეესკოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, შპს ,,გლობალ მოტორსს“, შპს ,,მათე მოტორსს“, შპს ,,ომეგა მოტორსს“, შპს ,,მეღვინეობა-ხარებას“,

შპს ,,დიოს“, შპს ,,შთალას“ (რესტორანი ,,შარბათი“), რესტორან ,,ზღაპარს“, ი/მ მურთაზ შელიას (რესტორანი ,,მონოპოლი“). გაზგამანაწილებელ სადგურს და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს.

„ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია. გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე .

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა