ვახუშტი მენაბდე - საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ გახდება, რაც ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება

საქართველო 2024 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება - ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის თქმით, მმართველობის მოდელი, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გზით ხვდება პრეზიდენტი თანამდებობაზე.

“საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც ქვეყანას პირდაპირი ლეგიტიმაციით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება. ეს 2024 წელს მოხდება. იქამდე ჩვენ ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად ვრჩებით, სადაც პრეზიდენტის როლი არის მინიმალიზებული და მთავარი პოლიტიკური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ყოვედღიურ პოლიტიკაში არ ერთვება და ქვეყანას მთავრობის თავმჯდომარე მართავს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.

მენაბდის შეფასებით, ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალაუფლების ვერტიკალი მთლიანად დამოკიდებულია მმართველ გუნდზე.

“მმართველი გუნდი ერთის მხრივ მოიცავს საპარლამენტო უმრავლესობას, ხოლო მეორეს მხრივ - საპარლამენტო უმრავლესობის ნდობით აღჭურვილ მთავრობას. ამ პირობებში ხელისუფლების დანაწილების კლასიკური მოდელი აღარ მუშაობს. მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთის საპირწონეებად ვერ გამოდგებიან, რადგან ისინი ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არიან. ეს ძალთა ბალანსი ამგვარი ტიპის სახელმწიფოებში ძალიან მყიფეა. ამიტომ პოლიტიკურმა სამართალმა და კონსტიტუციურმა თეორიებმა ამ ვითარებიდან გამოსავალი შეიმუშავა. მან სიმძიმის ცენტრი დააფუძნა არა საპარლამენტო უმრავლესობაზე, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაზე. ამდენად ამ ტიპის ქვეყნებში, სადაც არის სუსტი პრეზიდენტი, ხელისუფლების დანაწილება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანი უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ხოლო რეგლამენტის რეფორმამ ახალი ინსტრუმენტები დაუმატა“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში 2017 წელს განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს