გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილისოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს არ დაიშლებიან.

„დღეს ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ვაპირებ აქ დავრჩე ჩემს მეგობრებთან ერთად. რამდენიმე ათეული კარავი გვაქვს, რომლებსაც გავშლით აქ და გავაგრძელებთ პროტესტს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ქურდ ივანიშვილს, რომელმაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი დაგვინიშნა, პასუხი გასცეს. ახლა სახლში ჯდომის დრო ნამდვილად არ არის, ამიტომ ველოდებით ჩვენს თანამოქალაქეებს აქ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოთხი კარავია გაშლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო