ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, იაროსლავ კუბერას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე გაამახვილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხ კოლეგას ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. იაროსლავ კუბერას განცხადებით, ჩეხეთი დაინტერესებულია აღნიშნული კუთხით, ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით.

სენატის მარშალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ჩეხეთში მიიწვია. იაროსლავ კუბერამ ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო