პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

“თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე და დაადასტურეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი რეგიონული პროექტების განხორციელებაში.

მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო