ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას დაშავებული 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება

ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებს თელავისკენ მიმავალი გზა სამართალდამცავების მიერ გადაკეტილი დახვდათ.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა