სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს N39, N40, N41, N42, N43, N43ა, N51, N51ა, N51ბ კორპუსებს, კალოუბნის ქუჩის N22, N24დ, N2, N26დ, N3, N28დ, N4, N30დ,N5, N32, N33, N34, N35, N36, N38, N10 კორპუსების მოსახლეობას. ვარკეთილის მესამე მასივის N1, N3, N9, N10-ჟ, N10-ე, N10-გ, N10-ზ, N10-ი , ვარკეთილის მესამე მასივის Nდ-1, Nდ-8, N6ვ, N97 , მესამე მასივის კვარტალი 6-ის N9, გახოკიძის ქუჩის N6, შუამთის ქუჩის Nა, Nდ, ქიზიყის ქუჩის N3-ში მდებარე კორპუსებს, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსებს, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს N210 ბაგა-ბაღს, N108 საჯარო სკოლას, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს, შპს ,,თეგეტა მოტორსს“, შპს ,,იფქლი 1-ს“, შპს ,,კასპიან კრედოს“, საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს.

„გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 17 დეკემბერს 09:00 საათიდან და დასრულდება 20:00საათამდე.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა