გიორგი ვაშაძე - კარვების ფართომასტაბიან აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ და გვერდით ვუდგავართ

მთავრობა უნდა გადადგეს - ის დანაშაული, რაც დღეს ჩაიდინეს, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მთავრობის გადადგომა მოვითხოვოთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნათა შორის რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ჩვენ კარვების ფართომასტაბიან აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ და გვერდით ვუდგავართ. გააგრძელებენ აქ კარვებით ყოფნას, საკუთარ პროტესტს გამოხატავენ და ჩვენ ამ პროტესტში ბოლომდე ვუერთდებით, თუმცა ეს ჩვენი სისტემური გადაწყვეტილება არ არის. გაერთიანების ლიდერებს სიღრმისეული მსჯელობა გვექნება, სადაც ჩვენს სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით. ჩვენი მოთხოვნებია, ვადამდელი არჩევნები. მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან ის დანაშაული, რაც დღეს ჩაიდინეს პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მთავრობის გადადგომა მოვითხოვოთ. აუცილებლად მოხდება სალომე ზურაბიშვილის სრული დელეგიტიმაცია. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგების ანულირებამდე მივა. ამის სამართლებრივი საფუძვლები და სამართლებრივი დოკუმენტაცია არსებობს. მივდივართ ამ მიმართულებით. გვექნება ძალიან მწყობრი სტრატეგია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო