გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

ხატია დეკანოიძემ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც სურვილი აქვს, ღამე კარვებში გაათენონ, ხოლო დანარჩენ მხარდამჭერებს მოუწოდა, იმოქმედონ იმ გეგმით, რომელიც დღის პირველ ნახევარში მედიასაშუალებებით გავრცელდება.

აღნიშნული მოწოდების შედეგად, აქტივისტთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ რჩება პარლამენტის წინ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს