გიორგი გახარია ველისციხეში დაპირისპირებაზე - მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა და დაიწყება მოქმედებები

როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც მან ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული 6 პოლიციელი მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„როგორც თოთოეული მოქალაქის, სამოქალაქო პირის, ისევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა პირი, განურჩევლად მათი სტატუსისა, პოლიციელი იქნება ის, სამოქალაქო პირი, პარლამენტის წარმომადგენელი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. არავის აქვს უფლება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ისინი. დღეს უკვე მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა და დაიწყება მოქმედებები“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია ველისციხეში დაპირისპირებაზე - მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს