გიორგი გახარია - რაც ველისციხეში მოხდა, იყო სირცხვილი

ის, რაც მოხდა ველისციხეში, ინაუგურაციის პერიოდში, ეს იყო ჩვენი დიდი პრობლემა და სირცხვილი,- ასე აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დღეს, ველისციხეში ინაუგურაციის პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

შს მინისტრის თქმით, ყველას შეეძლო ველისციხეში მომხდარი დაპირისპირება თავიდან ყოფილიყო აცილებული. მისივე თქმით, ყველა ქალაქში, სადაც აქციები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სიმშვიდე იყო, გარდა ველისციხისა.

„ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს თელავში იყო ინაუგურაციის დღე და ის რაც მოხდა, ამ ინაუგურაციის პერიოდში ველისციხეში, იყო ჩვენი დიდი პრობლემა და სირცხვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო და მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს იმისთვის, რაც მოითმინა, იმიტომ, რომ ეს ღონისძიება ღირსეულად, წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო“, -განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა გურჯაანის საავადმყოფოში დაპირისპირების დროს დაშავებული 7 პოლიციელი მოინახულა, რომლებსაც მისი თქმით, სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ.

„ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქვე არის აქციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ასევე მკურნალობს“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვის გამო, მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო