გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ინფორმაციით, ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის, ლელა შალვაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. ნაწილმა უკვე დატოვა სტაციონარი. მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება, აქედან ნაწილი ალბათ დარჩება სტაციონარში. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა, ზოგიერთ აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და თავის ზედაპირული ტრავმა“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვის გამო, მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო