გიორგი ბოტკოველი შს მინისტრს - გაერთიანებული ოპოზიცია არ იყო ინფორმირებული, არავის უთქვამს მათთვის, რომ ველისციხეში გზა გადაკეტილი იქნებოდა

არ ყოფილა შერჩეული ალტერნატიული გზა. არაფერი განცხადება ამაზე გაკეთებული არ იყო, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა შს მინისტრ გიორგი გახარიას გურჯაანის „ნიუს ჰოსპიტალსში“, სადაც მინისტრმა ველისციხეში დაპირისპირებისას დაზარალებული პოლიციელები და აქციის მონაწილეები მოინახულა.

„არ იყო ინფორმირებული გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლობა, არავის უთქვამს მათთვის, რომ გადაკეტილი იქნებოდა ველისციხეში გზა. ვფიქრობთ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და ის ძალადობა, რომელიც იქ მოხდა, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი იმის გამო, რომ თელავში არ შესულიყვნენ ეს ადამიანები. ყვარლის მიმართულებითაც გადაკეტილი იყო გზა. ერთი და იგივე გზა არის თითქმის, როგორც ყვარლით, ასევე ველისციხის გავლით , რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ერთნაირ პრობლემას შექმნიდა ან არ შექმნიდა. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით დღეს იქ, მხოლოდ მაშინ განგვიცხადეს, რომ შერჩეული ყოფილა გვერდითი გზა“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველს შს მინისტრმა უპასუხა, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ალტერნატიული გზა შესთავაზა, რომლითაც მათ არ ისარგებლეს.

„როცა რაღაც არის, რასაც სახელი უნდა დავარქვათ, მოდი, მას დავარქვათ სახელი. მე როდესაც გეუბნები იმას, რომ თუ პროტესტანტი, რომელიც მანახეთ და ამბობთ, რომ იყო ნაცემი, მე გეუბნებით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება, ჩვენ ერთად დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს გამოძიება ობიექტური. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არავინ იყო ინფორმირებული, მე გეუბნებით, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ჩემი პირველი მოადგილე პირადად დახვდა ამ ხალხს და უთხრა, მეგობრებო, იქიდან გამომდინარე, რომ გვყავს ამდენი სტუმარი, ჯობია, რომ ვიმოძრაოთ ამ გზით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“-, აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს