კრედო ბანკი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

კრედო ბანკმა აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 10-თვიანი სტიპენდია დაენიშნებათ აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აგრონომიის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე.

სტიპენდიას მიიღებს აღნიშნული პროგრამების თითო ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი.

კრედო ბანკმა სტიპენდიების ბიუჯეტი ფულადი გზავნილების სერვისით მიღებული შემოსავლიდან გამოყო. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც სარგებლობს კრედო ბანკის ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, ავტომატურად შეაქვს თავისი წვლილი ამ საპასუხისმგებლო წამოწყებაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო