შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შსს-ში გააკეთეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - განმარტეს უწყებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული. როგორც კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის თავად აპირებს მივიდეს პოლიციაში.

იხილეთ ვიდეო: შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობას ედავება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო