პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვისთან გამართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს პირველ სამუშაო შეხვედრებს და მივიდა თუ არა ათონელზე მდებარე სასახლეში, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, „მედიისთვის გასავრცელებელი ანონსი არ აქვს“.

არსებული ინფორმაციით, ათონელზე მდებარე სასახლეში სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში და ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია. ჟვანიამ არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს