გურჯაანის მერმა ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ერთი პოლიციელი და ერთი აქტივისტი რჩება, - ამის შესახებ გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა დაშავებულების მონახულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

„დილით მოვინახულე დაშავებულები, პოლიციელი და აქტივისტი ქალბატონი. ქალბატონს მსუბუქი დაზიანებები აქვს და დღეს გაეწერება. რაც შეეხება პოლიციელს, მას ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აქვს. როგორც ექიმებმა მითხრეს, სამართალდამცველი დაახლოებით 2 დღე კიდევ დარჩება საავადმყოფოში. ჩვენი პოლიციელები გმირები არიან. გუშინდელი ინციდენტის დროს გმირულად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს დასაფასებელია, რადგან შესაძლოა, უფრო ცუდი შედეგი დამდგარიყო", - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა