შს მინისტრის მოადგილე - თუ ოპოზიციის აქციები კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება

ოპოზიციის აქციები თუ კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შსს-მ მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას.

"კანონის ფარგლებში თუ წარიმართება ეს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს აქციას. პოლიციამ კარგად აჩვენა მთელი წლის განმავლობაში, რომ გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ",- განაცხდა მეზვრიშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ პარლამენტთან 8 კარავი გაშალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო