დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ინაუგურაციაზე დამსწრე პირებთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ინაუგურაციაზე დამსწრე პირებთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

ზალკალიანმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ იყო წარმოდგენილი მაგალითად აშშ-ის მხრიდან USAID-ის წარმომადგენელი.

როგორც მინისტრი ამბობს, მას ჰქონდა ამერიკის ხელისუფლების მანდატი. ამასთან, ზალკალიანის თქმით, საქართველო თითქმის ყველა ინაუგურაციაზე იღებს მიწვევას, თუმცა ყველგან უმაღლეს დონეზე ვერ ახერხებს დასწრებას.

„აშშ-ის მხრიდან ჩამოსული იყო USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, რომელიც არის უაღრესად მაღალი თანამდებობა. მას ჰქონდა ამერიკის მთავრობის მანდატი. 2013 წელსაც იყო წარმოდგენილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, რომელსაც ასევე ჰქონდა აშშ-ის ხელისუფლების მანდატი. მინდა კარგად გაითავისოთ ეს და სპეკულაციებს მოვუღოთ ბოლო. ყველა დელეგაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო, მათ ჰქონდათ თავიანთი უმაღლესი ხელისუფლების მანდატი. მინდა ასევე ვთქვა, რომ არ დარჩენილა არც ერთი სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც ან ვერბალური მილოცვა არ განეხორციელებინა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, ან არ გამოეგზავნა წერილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გვქონდა მოლოცვა ყველა სახელმწიფოს ლიდერის მხრიდან, 60-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია იყო ჩამოსული, მათ შორის 20 მაღალი დონის დელეგაცია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ დღეების განმავლობაში ევროკავშირში მიმდინარეობდა უმაღლესი დონის სამიტი, ასევე დიდი ფორუმები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ყველა, ვინც ჩამოვიდა საქართველოში, მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ასეთ გადატვირთულ დროს მონახეს საშუალება და ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენც ასევე ძალიან ბევრ ინაუგურაციაზე ვიღებთ მოწვევას, ეს ვიზიტები დამოკიდებულია ლიდერების გრაფიკზე და ყველა ინაუგურაციაზე საქართველო უმაღლეს დონეზე არ არის წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ არ გვაქვს პატივისცემა, ან არ ვიღებთ იმ არჩევანს, რაც ამ ქვეყანამ გააკეთა. ეს არის ისეთი ნიუანსები, რაზეც ძალიან გთხოვთ, რომ არ იყოს სპეკულაციები, რადგან საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო