დავით კირკიტაძე - გახარიას და მის გამოძიებას არ ვენდობი, თუმცა ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

გახარიას და მის გამოძიებას არ ვენდობი, თუმცა ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს მის საცხოვრებელ სახლთან განუცხადა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, მასთან სამართალდამცავები დილის 8:00 საათზე მივიდნენ, თუმცა მას პოლიციელებისთვის კარი არ გაუღია.

"დილით, 8 საათზე, ვიმყოფებოდი ჩემ სახლში და იყო კარებზე ბრახუნი, რეკვა. ძალიან გამიკვირდა. ამ დროს ჩემი მეზობლის ზარიც შემოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ მთელი სადარბაზო სავსე იყო პოლიციელებით და მკითხა, ხომ მშვიდობა მქონდა და კარი არ გამეღო. თავიდან ვერ ამოიცნო მან ეს ადამიანები, მერე დაინახა, რომ რამდენიმე პოლიციელის ფორმით იყო. რამდენიმე იყო ჩვეულებრივი შავი ფორმით. მას მერე, რაც გავიღვიძე, დავურეკე ჩემს მეგობრებს, შევატყობინე პრესას, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში აბრახუნებდნენ და მათ დატოვეს როგორც ეზო, ასევე სადარბაზო.

ძალიან შეშინებული, მხდალი ხელისუფლების პოზიციაა.მათ გადაწყვიტეს, ასე ეურთიერთონ ხალხს და ოპოზიციას. მათ ვერ გაიგეს ვერც ხალხის ხმა და ვერც პროტესტი. მათ თუ ჰგონიათ ასეთი ქმედებებით რამეს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან", - აცხადებს კირკიტაძე.

თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს, ეს ჯერ უცნობია. კირკიტაძე ასევე გამოეხმაურა შსს-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც

გამოძიება პოლიციელზე თავდასახმისა და მისი საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.

"ჩემ მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას და აუცილებლად ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონიდან არ გავსულვართ არც გუშინ და არც ვაპირებთ გასვლას.

თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, გვესხმოდა თავს, თუ ვინმე გვიშლიდა ხელს გადაადგილებაში, ეს იყო შსს-ს წარმომადგენლები. ჩვენ არავის არ დავსხმივართ თავს, მათ პირველივე მითითიებას დავემორჩილეთ, რომ გომბორის გადასასვლელი ჩაკეტილი იყო და სხვა გზით გავეშურეთ თელავისკენ.

გახარიას და მის გამოძიებას არ ვენდობი, თუმცა, ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავხადოთ ფარდა ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად გასულია კანონიდან", - აცხადებს კირკიტაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა