„ბიბლუსი გალერეაში“ 19 დეკემბერს ჯ.რ.რ ტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ 19 დეკემბერს ჯ.რ.რ ტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“–დან აცნობეს, ჯ.რ.რ ტოლკინის „შოპის პაპის წერილები“ გამოიცა სერიის „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ცნობილი კლასიკოსი ავტორების პატარებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნი აერთიანებს წერილებს, რომლებსაც ტოლკინი საკუთარ ოთხ შვილს წლების განმავლობაში სწერდა, როგორც შობის პაპა. წიგნი გაფორმებულია ავტორისეული ილუსტრაციებით.

„შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება კამპანიის, "კაცები ზრუნავენ" ჩართულობით, რომლის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას“, – აცხადებენ გამომცემლობაში.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, წიგნს წარადგენენ მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო გორგილაძე და მთარგმნელი ნიკა სამუშია.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care -ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა