ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდება

ველისციხესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს, შოთა დალაქიშვილს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. დალაქიშვილის თქმით, მას ტვინის შერყევა და ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს. ოპერაციის ჩასატარებლად კი თბილისიდან შესაბამისი პროფილის ექიმს ელოდებიან.

„ტვინის შერყევა და ყბა მაქვს მოტეხილი. თბილისიდან ველოდებით ექიმს, რომ ოპერაცია ჩამიტარდეს. ასევე გულ-მკერდის არეში მაქვს დაზიანებები. ინციდენტის დროს ხალხი ორად იყო გაყოფილი. დავინახე რამდენიმე მამაკაცი ერთ-ერთ ბიჭს აიძულებდა ტელეფონიდან ფოტოების წაშლას. მე მის დასახმარებლად მივედი და სწორედ ამ დროს რკინის დუბინკის მაგვარი რაღაც დავინახე, რომ მომხვდა", - განაცხადა დაშავებულმა შოთა დალაქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა