სოფიო ქაცარავა – აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ მიიღო

„აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ მიიღო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და გამოხატავს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

„ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა მიიღო აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ. ამ აქტს გააჩნია უდიდესი სამართლებრივი დატვირთვა, რადგან ის აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერით იქნება კანონის დონეზე წარმოდგენილი. აქტში გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიც არის უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკა, სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება და მისი ახალ საფეხურზე გადაყვანა. დოკუმენტში ასევე დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპოაცია და ასახულია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვვების მიმართ სანქციების დაწესება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. აღნიშნული აქტის დამტკიცების შემდეგ, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები უპრეცედენტოდ ახალ საფეხურზე გადავა, რაც ნიშნავს მხარდაჭერის მნიშვნელოვან გაზრდას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო