დავით კირკიტაძე პოლიციაში მისვლას აღარ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, რომლის სახლთანაც დღეს დილით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას აღარ აპირებს.

როგორც კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თუკი მისი დაკითხვა უნდათ, სასამართლოში დაკითხონ.

"კრიმინალი გახარიას დღის წესრიგის დაცვას და მისი ნება-სურვილით აქეთ-იქით სიარულს არ ვაპირებ. თუ ჩემი დაკითხვის სურვილი აქვთ, სასამართლოში მივცემ ჩვენებას", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღეს დილით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მასთან მისულ პოლიციას სახლის კარი არ გაუღო, რადგან საგამოძიებო უწყებაში მისვლას თავად აპირებს.

„ჩემს სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, მათ დატოვეს სადარბაზო და შორი-ახლოს იმყოფებიან. ახლა მე თვითონ ვემზადები და ვაპირებ, რომ გადავიდე პოლიციაში“, - აღნიშნა სააგენტოსთვის რამდენიმე საათის წინ გაკეთებულ კომენტარში კირკიტაძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძე პოლიციაში მისვლას აღარ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს