გორში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი კი მძიმე ინტოქსიკაციით გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ამ სახლის მცხოვრებია. საავადმყოფოში მოთავსებულები კი მისი მეზობლები არიან, რომლებიც ამავე სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარის თავდაპირველ ვერსიად, არაოფიციალურად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა, გარდაცვლილის ბიძამ კიდევ ერთი ვერსია დაასახელა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდებმა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს.

ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: გორში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა