სერგეი ლავროვი - რუსეთი დანარჩენ უკრაინას დაკარგავს, თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აღიარებს

რუსეთი დანარჩენ უკრაინას დაკარგავს, თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აღიარებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ Комсомольская правда-ს ეთერში განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინის რეჟიმს ნეონაცისტური რეჟიმის ყველა თვისებები აქვს“.

„ჩვენ არ ვებრძვით უკრაინის რეჟიმს. უკრაინის რეჟიმს, რომელსაც ნეონაცისტური რეჟიმის ყველა თვისებები აქვს, უკრაინის მოქალაქეები ებრძვიან, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან არ იომებს.

„უკრაინასთან ჩვენ არ ვიომებთ. ამას გპირდებით“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო