ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მოლაპარაკებების მიმდინარეობა გააცნეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგი – „ჟენევის

მოლაპარაკებები-ქალები, მშვიდობა და უსაფრთოება“, გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

აპარატში აცხადებენ, რომ დისკუსია შეეხო კონფლიქტების მოგვარებაში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, რაც სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს და ეხმიანება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად იმართება. სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. თავისი არსითა და შინაარსით ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამოქალაქო საზოგადოება სრულ ინფორმაციას იღებს იმ სიტუაციაზე, რაც დღეს რეალურად გვაქვს. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. არაერთი კითხვა დაისვა, რომელსაც ამომწურავი პასუხი გაეცა. აქ ყველა ის ადამიანია, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში უშუალოდაა ჩართული“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებობს. ისაუბრეს რუსეთის დესტურქცულ როლზე. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში როგორც დევნილების დაბრუნება, ასევე გალსა და ახალგორში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება და თავისუფალი გადაადგილება ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ცენტრალურ საკითხებად რჩება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

შეხვედრაში ასევე მონაწილებას იღებდნენ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა