ადვოკატთა ასოციაციამ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასამართლო მედიაციის თემაზე შეხვედრა გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გორში შეხვედრა გამართა. გორელ ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი შეხვდა. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და საუბარი გორში დაგეგმილ მედიაციის ცენტრის გახსნას უკავშირდებოდა. შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გორის რაიონულ სასამართლოსთან შეთანხმებით გაიმართა.

გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანია ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის გაცნობა.

"ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში, მედიაცია არის დავის მშვიდობიანად მოგვარების ეფექტიანი საშუალება, ადვოკატებმა უნდა შეძლონ განავითარონ მედიაციის ინსტიტუტი საქართველში. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მედიაციის ღრმა შინაარსზე და წარმატებული გამოცდილების შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციული წვდომა" – განაცხადა დავით ასათიანმა

შეხვედრაზე მედიაციის აქტუალურ საკითხებზე და მედიაციაში ადვოკატების როლზე ისაუბრეს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის" პროექტის ექსპერტმა ლიანა ქარცივაძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილი.

სასამართლო მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა. ის არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და მხარეთა ინტერესებზე მორგებული საშუალება. სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამედ დავის შეთანხმებით დასრულებაზე. მედიაციაზე მიღწეული შეთანხმება სასამართლოს მიერ აღსრულებადია.

სასამართლო მედიაციით სარგებლობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიაციას 143 საქმე გადაეცა, მხარეთა მორიგების მაჩვენებელმა კი 70% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად მედიაცია ვალდებულებითი სამართლებრივი დავის კატეგორიაშია გამოყენებული, მეორე პოზიციაზე სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავის კატეგორიაა.

მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა