ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დაასრულა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა ბრალდების მხარემ დღეს დაასრულა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორი, ირინე ჩოჩია "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ როცა დანაშაული მოხდა, გიორგანაშვილი საფრანგეთსა და თურქეთის ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა იმ დროისათვის, როცა დანაშაული მოხდა, როგორც საფრანგეთში, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე. ასევე დაიკითხნენ ის პირები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა რეანომობილის ჩხრეკაში და ნარკოტიკული საშუალებების ამოღებაში.

ბრალდების მხარის დღევანდელმა მოწმეებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ რეანომობილით მოხდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, 900 აბამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ბრალდების მხარემ ამით ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა. შემდეგ სხდომაზე უკვე დაცვა დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას", - განაცხადა ჩოჩიამ.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ირაკლი ქორიძეს 9 თვიანი საპატიმრო ვადა 29 დეკემბერს ეწურება, დაცვის მხარეს კი მტკიცებულებები არ გამოუკვლევია. იმ შემთხვევაში, თუკი, 29 დეკემბრამდე აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები არ დასრულდება, ქორიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეეცვალოს. თუმცა, პროკურორი ვარაუდობს, რომ მოცემულ ვადაში ისინი ჩაეტევიან.

"ბრალდების მხარეს იმედი აქვს, რომ ჩავეტევით მოცემულ დროში, თუკი, დაცვა არ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ხელოვნურად გააჭიანუროს ვადა და მოწმეები არ მოიყვანოს იმ მოტივით, რომ გავიდეს ვადა", - განაცხადა ჩოჩიამ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 18 დეკემბერს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს(ბახალა) შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო