გიორგი ვოლსკი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბელარუს კოლეგას, ბელარუსის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, მარიანა სჩიოტკინა გუშინ, თელავში გამართულ ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო. მან ბელორუსი ხალხის და ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ გადმოსცა მილოცვა გიორგი ვოლსკის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა. გიორგი ვოლსკიმ მადლიერება გამოხატა ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის, მისი კოლეგის და ბელარუსის ხელისუფლების პირველი პირების მიმართ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საპარლამენტო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა და აღნიშნულ თანამშრომლობას პოზიტიური შეფასება მიეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა