რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის მთავარი ნიშანი ხალხისგან მისი გადამალვა იქნება

როგორც ჩანს, გაზომეს გორის გალავანი, ნარიყალას გალავანი და თელავის ციხე აღმოჩნდა ყველაზე მაღალი, სადაც გამოკეტეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ინაუგურაციის დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„გუშინდელი ქმედება იყო ბარბაროსული, სხვანაირად ამის შეფასება არ შეიძლება. ეს იყო პირდაპირ შებღალვა მოქალაქეების უფლებების. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაციული ქმედება, რაც უკვე გახდა ხელისუფლების სტილი. არჩევნებში აპრობირებული მეთოდი, კრიმინალური ავტოროტეტების გამოყენების, გამოყენებული იქნა ამ აქციაზე. ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა ხელისუფლების, რაც გუშინ ჩაიდინეს“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, როგორც იქნა ამოხსენეს, რატომ შეირჩა მაინცდამაინც თელავი ინაუგურაციისთვის.

„თურმე ინაუგურაციის მთავარი შინაარსი ყოფილა გალავნის სიგრძე. როგორც ჩანს გაზომეს გორის გალავანი, ნარიყალას გალავანი და თელავის ციხე აღმოჩნდა ყველაზე მაღალი, სადაც გამოკეტეს პრეზიდენტი. ამ აღმართული კედლიდან დააშორეს პრეზიდენტი ხალხს. ეს იყო ერთი პრეცედენტი პრეზიდენტის გადამალვის და ეს იქნება მთელი მისი საპრეზიდენტო ვადის მთავარი ნიშანი - გადამალვა ხალხისგან",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა