იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისას უკვე ყოფილი პრეზიდენტი ახორციელებდა იმას, რომ კანდიდატი ან უნდა ყოფილიყო თავისი ადმინისტრაცის თანამშრომელი, ან ერთ-ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, - ამის შესახებ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კამათის ფონზე მიმდინარეობს, განიხილავს საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას და ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურის შერჩევის წესს გულისხმობს.

შენგელია ჯანეზაშვილის ამ ინიციატივას „უხარისხო ნამუშევარს" უწოდებს და ამბობს, რომ ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. მისი თქმით, როდესაც მარგველაშვილი თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს ან მესამე სექტორის წევრებს წარადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატად, მაშინ ეს რატომღაც არავის გაუპროტესტებია.

შენგელიამ ამის შემდეგ საბჭოს კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს კითხვით მიმართ, თუ რა კრიტერიუმებით წარადგინა გიორგი მარგევლაშვილმა ის 2016 წელს უზენაესი საამართლოს მოსამართლის კანდიდატად და გაიარა, თუ არა რაიმე ტიპის კონკურსი.

„რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს თუ რაზე ვამახვილებ ყურადღებას - იმას რაც უკვე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ხორციელდებოდა, ან უნდა ყოფილიყო თავისი ადმინისტრაცის თანამშრომელი, ან ერთ-ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ასე ახდენდა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წევრობის წარდგენას. რა შეიცვალა?! ჩვენ ხომ არ ვართ დამნიშნავი ორგანო. ჩვენ ვართ წარმდგენი ორგანო. პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს კანდიდატი და პარლამენტმა უნდა დაუსვას კითხვები. თუ ეს არასამართლიანი იყო და სწორი მიდგომა არ იყო,რასაც უკვე ექსპერეზიდენტი აკეთებდა, რომ ვისაც უნდოდა იმას წარადგენდა, მაშინ ხმას რატომ არავინ იღებდა? არ მახსოვს ვინმეს ეს წესი გაეკრიტიკებინა", - განაცხადა შენგელიამ.

შენგელიას თქმით, ჯანეზაშვილის მიერ წარმოდგენილ პროექტში საერთოდ არ არის საუბარი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას, რომელიც პარლამენტისადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენას ეხება, ის რამდენიმე პუნქტიანია. მათ შორის, პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა