სერგეი ლავროვი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების გააქტიურებაზე - ფიქრობთ, რომ ამას პასუხი უნდა გავცეთ, რათა ჩვენი „მე“ ვაჩვენოთ? საქართველოს „გაგუდვას“ გვთავაზობთ?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა არ გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების გააქტიურება.

„წარმოიდგინეთ, ჩვენ გავწყვიტეთ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო სამხედრო ბაზა მაინც ააშენეს და რა მერე? ფიქრობთ, რომ პასუხი უნდა გავცეთ ამას, რათა ჩვენი „მე“ ვაჩვენოთ? საქართველოს „გაგუდვას“ გვთავაზობთ? რისთვის?“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ „Комсомольская правда“-ს ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურების ფონზე რუსეთმა საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთს შორის აქტიურად ვითარდება ტურიზმი და ვაჭრობა.

„ტურისტებით სავსე თვითმფრინავები დაფრინავენ. ვაჭრობა მოწოდების სიმაღლეზეა. თუ არ ვცდები, რუსეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით“, - დასძინა ლავროვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს